
აფხაზეთს ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს
17/05/2023 11:16:48 კონფლიქტები
აფხაზეთს ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი დენის მონკადა კოლინდრესი სტუმრობს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონს იგი "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამოყალიბების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაში" მონაწილეობის მიზნით ეწვია.
- რუსეთის კვალდაკვალ ნიკარაგუამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" 2008 წელს აღიარა.
სხდომა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გახსნა. "ეს სამინისტრო 1993 წლის 17 მაისს, გაგანია ომის დროს შეიქმნა. იზოლაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადის, საქართველოს მხრიდან ახალი ომის მუდმივი საფრთხის პირობებში უწყებას ძალზე რთული საგარეო პოლიტიკური სამუშაოს გაწევა უწევდა" - აღნიშნა მან.
აფხაზურ "საგარეო უწყებას" მილოცვა გამოუგზავნა რუსმა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. "დარწმუნებული ვარ სამომავლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი სამოკავშირეო ურთერთობების გამყარებაში რუსეთისა და აფხაზეთის ხალხების მეგობრობისა და კეთილდღეობისთვის, რეგიონში მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" - ნათქვამია მილოცვაში.