
Reuters – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით თბილისში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა
17/11/2019 17:10:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით თბილისში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანის პროტესტი 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ 4 თვის წინ გაცემული დაპირების უკან წაღებას მოჰყვა.
ამასთან, Reuters წერს, რომ აღნიშნულის გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და საქართველოში აშშ–ის საელჩომ განცხადებები გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებით და კანონმდებლებს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შს სამინისტრო მომიტინგეთა რაოდენობის თაობაზე უცხოური მედიისგან რადიკალურად განსხვავებულ რიცხვს ასახელებს. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 5 500 ადამიანი იყოფებოდა, თბილისში, ოპერის წინ გამართულ აქციაზე – 1500, ხოლო ბათუმში – 50.