Accentnews.ge
კალაშნიკოვი: "არაა გამორიცხული, სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგეს"

კალაშნიკოვი: "არაა გამორიცხული, სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგეს"

17/05/2023 13:06:28 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმისვლის აღდგენას არ გამორიცხავს.

ამასთან, რუსი დეპუტატი საუბრობს რიგ სფეროებზე, სადაც მას პერსპექტიულად ესახება ურთიერთობების განვითარება.

„არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა განხილვაც შესაძლებელია – მაგალითად, ლოგისტიკა, სარკინიგნო მიმოსვლა, სამრეწველო პროდუქცია, ინტელექტუალური პროდუქტის გაცვლა, კულტურული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ეს არ გამორიცხავს ჩვენს ქვეყნებს შორის წინააღმდეგობის არსებობას, თუმცა არსებობს ისეთი სფეროებიც, რომლებიც ასეთს არ განეკუთვნება და შესაძლებელია ამ მიმართულებით განვითარება[ურთიერთობების – რედ.]. პერსპექტივა ყოველთვის არსებობს. მე წლების განმავლობაში ვაორგანიზებდი შეხვედრებს, კონფერენციებს პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების ჩართულობით, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ „აი, საქართველოა ქვეყანა, რომელთანაც ამ საკითხების – უვიზო და საჰაერო მიმოსვლის გადაწყვეტა უახლოეს დროში შეუძლებელიაო“...

არაა გამორიცხული, სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგეს – თუ საქართველოსა და რუსეთისთვის მომგებიანია, ეს შესაძლებელია, მოხდეს“,– თქვა კალაშნიკოვმა „ტვ პირველთან“. თარგმანი არხს ეკუთვნის.

მანამდე სარკინიგზო მიმოსვლაზე, მათ შორის, აფხაზეთის მონაკვეთზე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა სერგეი კატირინმა ისაუბრა მას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი!“ უწოდა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთის რკინიგზას „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში განიხილავს და თვლის, რომ მარშრუტმა უნდა მოიცვას ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო, აფხაზეთის გავლით კი ტვირთებმა რუსეთში უნდა შეაღწიოს.

"ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, შესაძლებლობას მოგვცემს, გრძელვადიანი კონტრაქტები გაფორმდეს გაზისა და ნავთობის სტაბილური, პროგნოზირებადი ფასებით მიწოდებაზე, ასევე განტვირთავს ზემო ლარსს, ტვირთების მოცულობას გაზრდის, ფასს კი შეამცირებს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომეიც თურქეთის გავლით რუსული ტვირთების ტრანზიტის კუთხით შეიქმნა, მსგავსი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - ირწმუნება კატირინი.

ამასთან, მისი მტკიცებით, „საქართველოდან უკვე არსებობს კონკრეტული შეთავაზებები და მიმდინარეობს მსჯელობა ბიზნეს-თანამშრომლობის გასაფართოებლად“.

თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხი „დღის წესრიგში არ დგას“.

იხილეთ ასევე: დასჯერდება თუ არა პუტინი ფრენებს? გვარგებს თუ გვავნებს აფხაზური სარკინიგზო დერეფნის ამოქმედება?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S