Accentnews.ge
თბილისის რა ნაბიჯებს მიიჩნევს მიზანშეწონილად ფარკასი პუტინის გადაწყვეტილებების საპასუხოდ

თბილისის რა ნაბიჯებს მიიჩნევს მიზანშეწონილად ფარკასი პუტინის გადაწყვეტილებების საპასუხოდ

12/05/2023 18:47:17 პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი და კავკასიაც, იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებების საპასუხოდ უნდა გადადგას.

"საქართველოს მთავრობამ თავისი სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობის თაობაზე გაეროს მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას უნდა შეუსაბამოს. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობის სტრატეგია შესაბამისობაში უნდა იყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი, ასევე – სხვა დემოკრატიებთან, რომლებიც პუტინის კრიმინალური ომის მანქანის დასჯისა და შეჩერებისთვის მზად არიან. ეს ნიშნავს ეკონომიკური სანქციების მიღებას ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მსგავსად და რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვას საქართველოში", – განაცხადა ფარკასმა "აქცენტთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S