
გიორგი ვაშაძე: „პირველ ნაბიჯს უკვე მივაღწიეთ“
17/11/2019 19:10:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ბურთი ახლა მმარველი პოლიტიკური პარტიის მხარესაა და მათ უნდა მოიფიქრონ, როგორ აპირებდნენ, ხალხს დაელაპარაკონ“.
ვაშაძის თქმით, დღევანდელ მოქმედებებზე მანდატი მან ხალხისგან აიღო.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ პროტესტით უკვე მიიღწა პირველი გამარჯვება, ვინაიდან „ქართული ოცნება“ პირველად ალაპარაკდა დიალოგზე და ის დარწმუნებულია, რომ ასევე მიაღწევადია საბოლოო შედეგი.
„იმედი მაქვს, გონს მოვა ბატონი ბიძინა, დროულად გაუსწორებს თვალს, რომ ახალი რეალობაა ქვეყანაში და ამ რეალობიდან გამომდინარე იმოქმედებს და არაადეკვატურად არ გამოიყვანს „მოლაპარაკე თავებს“, როგორც ბატონი კაკულია გამოვიდა და თქვა, რომ „ჩვენ დიალოგზე ვფიქრობდით, მაგრამ თუ ბარიკადები იქნა, დიალოგი როგორო?!“. სიტყვა „დიალოგი“ ცხოვრებაში არ უხსენებიათ ამ ადამიანებს. ანუ პირველ ნაბიჯს უკვე მივაღწიეთ: უკვე დიალოგზე საუბრობენ. არაუშავს, ასე მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე“,– განაცხადა ვაშაძემ.
ცნობითვის: რუსთაველზე მომიტინგეები რჩებიან, მათ ბლოკირებული აქვთ პარლამენტის შენობაში შესასლელები, გაშლილია კარვები. მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები.