Accentnews.ge
იტალიაში ძლიერი წყალდიდობაა, არის მსხვერპლი

იტალიაში ძლიერი წყალდიდობაა, არის მსხვერპლი

17/05/2023 17:50:50 ევროპა

უხვი ნალექის გამო ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი წყალდიდობაა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ემილია-რომანიას რეგიონი.

Reuters-ის ცნობით, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. რამდენიმე ათას ადამიანს მოუწია ევაკუაცია.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის ნელო მუზუმეჩის თქმით, ზოგიერთ რაიონში ნახევარი წლის ნალექი 36 საათში დაეცა. კალაპოტიდან გადავიდა 21 მდინარე. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, რომ ძლიერი წვიმა შეიძლება უახლოეს დღეებში განმეორდეს.

21 მაისს, ემილია-რომანიას ქალაქ იმოლაში უნდა გამართულიყო ავტორბოლა ფორმულა 1-ის რეგიონული გრან პრისთვის. შეჯიბრი გაუქმდა მონაწილეებისა და მაყურებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S