„ხაფანგში შევიტყუეთ, აღარ ვართ თავდაცვაზე“: უკრაინის ყველაზე სისხლიანი ბრძოლა გარდატეხის მოლოდინს აძლიერებს

18-05-2023 01:00:27 ევროპა ,ანალიზი

ბოლო დღეებია უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ იუწყებიან. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ჯერ არ შეუძლიათ, დაადასტურონ, რამდენად შეესაბამება ცნობები სიმართლეს, რამდენიმე დღეში რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა მნიშვნელოვან შედეგად ფასდება იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსული ჯარები ამ ტერიტორიებს იპყრობდნენ კვირების და თვეების განმავლობაშიც კი.

ეს წარმატებები უკრაინელ სამხედროებს შორის მორალურ განწყობას აძლიერებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიაღწიეს რეგულარული, ბრძოლით დაღლილი დანაყოფებით და არა მათი დახმარებით, რომლებიც სპეციალურად მოამზადეს სრულმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის.

„კვირას და ორშაბათს თავდაცვის ძალები ბახმუტის ირგვლივ – ფლანგებზე წინ მიიწევდნენ 350 მეტრიდან 2 კილომეტრამდე მანძილზე“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ ეროვნული ტელემარტონის ეთერში. „ჩრდილოეთით და სამხრეთით, ბახმუტის გარეუბანში, დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი დავიბრუნეთ“, – დაწერა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ოთხშაბათს Telegram-ზე. „აიდარის“ საჰაერო თავდასხმის ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა ალექსანდრე პანცირნიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა „ხელთ იგდეს ინიციატივა ქალაქის ფლანგებზე – ჩრდილოეთით და სამხრეთით“, – აღნიშნავს The New York Times (NYT).

რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმაც ისაუბრა გასულ კვირას უკრაინის ჯარების წარმატებებზე: ”ფლანგები იშლება, ფრონტი მარცხდება”. ამავდროულად, ჩერევატიც და მალიარიც აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები ნელამ მიიწევენ წინ ბახმუტში და აგრძელებენ მის განადგურებას საარტილერიო ცეცხლით.

ბახმუტის როლი

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად სრულმასშტაბიანი ოპერაციის წამოსაწყებად საჭიროა მოკავშირეებისგან დამატებითი შეტევითი იარაღი - ტანკები, ჯავშანტექნიკა, რაკეტები, ასევე საბრძოლო მასალა. იარაღი მოდის ეტაპობრივად და კონტრშეტევა დაიწყება მაშინ, როცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ექნებათ იარაღის საჭირო მინიმალური რაოდენობა,– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას.

„მაგრამ წარმატება ბახმუტში მიღწეული იქნა ძირითადი დასავლური იარაღის გამოყენების გარეშე, როგორიცაა „ბრედლის“ ქვეითი საბრძოლო მანქანები ან „ლეოპარდის“ ტანკები, – ამბობს კონრად მუზიკა, პოლონური Rochan Consulting-ის სამხედრო ანალიტიკოსი. „ასევე არ გამოუყენებიათ ქვედანაყოფები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება კონტრშეტევაში მონაწილეობისთვის“, –დასძენს ჩერევატი.

გარდა ამისა, ანალიტიკოსმა NYT-ს განუცხადა, რომ უკრაინულმა კონტრშეტევებმა ბახმუტთან კიდევ ერთხელ გამოავლინა "რუსული არმიის ფუნდამენტური პრობლემები - რეგულარულ ნაწილებსა და „ვაგნერის“ ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების ნაკლებობა, ცუდი კომუნიკაცია და დაბალი მორალური განწყობა".

რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს ბახმუტზე საარტილერიო დაბომბვა ბოლო დღეებში, როგორც ჩანს, გარეუბნების დაკარგვის შემდეგ ქალაქის ცენტრის გასარღვევად, – განუცხადა The Wall Street Journal-ს (WSJ) ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის პოლკოვნიკმა რომან გირშჩენკომ.

მისი თქმით, გარეუბანში წარმატებას დაემარა ისიც, რომ მისმა ბრიგადამ და სხვა შენაერთებმა მსხვილი რუსული ძალები „მიიბეს“ბახმუტის ცენტრში: „ვაიძულეთ მტერი, რომ რეზერვები შეექმნა ჩვენს წინააღმდეგ“.

აშშ-ის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბრიდან აპრილამდე რუსეთმა ბახმუტის ოპერაციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა, მათ შორის 20 000-ზე მეტი დაიღუპა,– ამის შესახებ მაისის დასაწყისში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ამავე დროს, ყოველ მოკლულ უკრაინელ ჯარისკაცზე სულ მცირე, ხუთი რუსი მოდის, – წერდა CNN მარტში ნატო–ს დაზვერვაზე დაყრდნობით.

ხშირად სვამდნენ კითხვას, ღირდა კი ბახმუტის შენარჩუნება ასეთ ფასად, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა? მაგრამ ფილიპს ო'ბრაიენი, შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი (ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი დასავლეთში, რომელსაც ომამდეც სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაში „გაიჭედებოდა“) ამას გონივრულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს:

„უკრაინას უკიდურესად სჭირდებოდა რუსეთის დასუსტება კონტრშეტევამდე“.

მისი თქმით, რუსეთის სარდლობის იძულებით, უზარმაზარი რეზერვები მიეზიდა ბახმუტთან, უკრაინამ არა მხოლოდ დაასუსტა მტრის არმია, არ მისცა შეტევების მოსაგერიებლად მომზადების და სხვა რეგიონებში თავდაცვითი სტრუქტურების აგების შესაძლებლობა: „უკანასკნელი, რაც უკრაინას სჭირდებოდა, ის იყო, რომ რუსეთი გადასულიყო თავდაცვაზე“.

"შეგიძლიათ, ნახოთ შედეგები"

ბახმუტთან ბოლო დღეების წარმატებებმა უკრაინულ ქვედანაყოფებში მორალური განწყობა გაზარდა, – განუცხადა WSJ-ს 93-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმმა, როდესაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ მისმა კოლეგებმა ეჭვქვეშ დააყენეს ქალაქის დაცვის აუცილებლობა. ”მე იმედი გამიჩნდა“,– აღიარა მან.

ჩერევატიმ უფრო მტკიცედ გამოხატა თავი აზრი:

„მტერი ბახმუტის ხაფანგში შევიტყუეთ. მან წარმოუდგენელი რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა. და ვაგრძელებთ მტრის სისხლისგან დაცლას“.

კონტრშეტევის დროს უკრაინის არმიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტერიტორიების გათავისუფლება, რათა გადარას ყირიმთან დამაკავშირებელი „სახმელეთო ხიდი“, რომლითაც რუსული ჯარები მარაგდებიან, – ამბობენ სამხედრო ექსპერტები. მაგრამ სპეციალისტები ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან, რომ უკრაინა განახორციელებს ფრონტალურ შეტევას იქ, სადაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. გასულ შემოდგომაზე სრუ მანევრმა სამხრეთში - შეტევა ხერსონის მახლობლად, რომელზეც მთელი ყურადღება იყო მიმართული - შესაძლებელი გახადა მოულოდნელი დარტყმით ტერიტორიების ჩრდილო–აღმოსავლეთით გათავისუფლება. მათი ხედვით, თუ ამჯერად უკრაინა, მაგალითად, ბახმუტის განთავისუფლებით დაიწყებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, ეს იქნება არა მხოლოდ სამხედრო მარცხი რუსული ძალებისთვის, არამედ კოლოსალური ფსიქოლოგიური დარტყმაც.

რუსულ ქვედანაყოფებში უკრაინის თავდასხმის შესახებ გამართხილებელი ბროშურები რიგდება –წერს WSJ ფოტოებზე დაყრდნობით, რომლებიც მას უკრაინელმა სამხედროებმა გაუზიარეს. შეტევა იქნება მოულოდნელი და "100% ალბათობით - ღამით", ისევე როგორც "ნაცისტები დაესხნენ თავს1941 წელს" – ნათქვამია ბროშურებში.

მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის სერჟანტმა რომან ტროხიმეტსმა, რომელიც თავს დაესხა რუსეთის პოზიციებს ბახმუტთან, WSJ-ს განუცხადა, რომ დანაკარგების მიუხედავად, მის დანაყოფში განწყობა "ძალიან კარგია": "მრავალი თვის განმავლობაში იყო თავდაცვა, თავდაცვა, თავდაცვა. ძალიან მძიმე იყო. ჩვენ აღარ ვართ თავდაცვაზე და თქვენ ხედავთ შედეგებს."

ახალი ამბები

სხვა სიახლეები