
გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან დიალოგის პირობა დაასახელა
17/11/2019 20:16:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიალოგს აზრი მაშინ აქვს, როდესაც სიტყვას აქვს ფასი, ხელისუფლების სიტყვას კი ფასი აღარ აქვს, მაგრამ თუ მმართველ ძალას ვითარების განმუხტვა სურს, ამის გაკეთება "გერმანული მოდელით" არჩევნების ჩატარებით ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„შევთავაზეთ არჩევნების "გერმანული მოდელი", რომელიც მორგებულია ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს იქნება ნაბიჯი განმუხტვისკენ და გნებავთ, დაარქვით – დიალოგისკენ, თუმცა მათი შემდგომი ნაბიჯი ჯერ ისევ არ არის საზოგადოების შეურაცხყოფა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობა შეიძლება იყოს ის მთავრობა, რომელიც გადადგება და შემდეგ მოვალეობას შეასრულებს, ან შეიძლება იყოს მთავრობა, რომელიც უბრალოდ არჩევნებს ჩაატარებს.
ცნობითვის: რუსთაველზე მომიტინგეები რჩებიან, მათ ბლოკირებული აქვთ პარლამენტის შენობაში შესასლელები, გაშლილია კარვები. მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები.