
მწერალთა სახლის მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი გაიხსნა
17/05/2023 19:28:19 რეგიონები, რეკლამა
17 მაისს ფრიდონ ხალვაშს 98 წელი შეუსრულდებოდა.
დღეს, პოეტის დაბადების დღეზე, მწერალთა სახლის მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორიც მოქანდაკე თემურ მახარაძეა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თვითმმართველობის, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები და პოეტის ახლობლები ესწრებოდნენ.