Accentnews.ge
მასშტაბური სპეცოპერაცია, დაკავებულია 20–ზე მეტი პირი

მასშტაბური სპეცოპერაცია, დაკავებულია 20–ზე მეტი პირი

18/05/2023 07:23:15 სამართალი

18 მაისს ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მასშტაბური სპეცოპერაციები ჩატარდა. ცნობილია 20–ზე მეტი პირის დაკავების შესახებ, თუმცა ღონისძიებები გრძელდება და როგორც შსს–ში აცხადებენ, დაპატიმრებულთა რაოდენობა გაიზრდება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს ქვემო ფონიჭალაში, სადაც ექვსი პირი დააკავეს, განუცხადა, რომ საქმეში ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მისი თქმით, დაპატიმრებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

„სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება ღონისძიებები და დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეოს სახით. დაკავებულებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, არასრულწლოვნები ამ ეტაპზე არ არიან დაკავებულებს შორის. როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S