Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "ჩნდება კითხვა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს, მათ შორის რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამო"

აშშ–ის ელჩი: "ჩნდება კითხვა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს, მათ შორის რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამო"

18/05/2023 07:36:21 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "ახლა ჩნდება კითხვა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე აკრძალვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების, ასევე აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამო".

"ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ და რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი მცდელობების მისალმებისას, რომელიც წააგავს, რომ არის რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა. ჩნდება კითხვა, რატომ ახლა? რატომ აკეთებს პუტინი ამ "დათმობებსა" თუ "შეთავაზებებს" ახლა, რა არის ფასი, რომლის გადახდაც მოუწევს საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდეგნის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამო? ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ, ქვეყნებისგან გარკვეული საფასური მიიღოს", – განაცხადა ელჩმა.

ამავე თემაზე: დასჯერდება თუ არა პუტინი ფრენებს? გვარგებს თუ გვავნებს აფხაზური სარკინიგზო დერეფნის ამოქმედება?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S