
12 წლის მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მწვრთნელს 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
18/05/2023 09:28:00 სამართალი
საქალაქო სასამართლომ 12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ფეხბურთის მწვრთნელი დამნაშავედ სცნო და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.
"გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. PHR თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს, მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა მკაცრად დაიცვან. საქმეზე მუშაობდნენ PHR- ის ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე", – აცხადებენ ორგანიზაციაში.