Accentnews.ge
თინა ბოკუჩავა: ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის იმ სამი კანდიდატის მხარდაჭერას, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები

თინა ბოკუჩავა: ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის იმ სამი კანდიდატის მხარდაჭერას, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები

18/05/2023 10:12:25 პოლიტიკა

"ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის, რომლებიც გახდნენ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები",- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებას.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ ჩხეიძის არგუმენტები არადამაჯერებელია.

"არანაირი წინასწარი შეთანხმება არ არსებობდა და ამას დაადასტურებენ არამხოლოდ ჩვენი ფრაქციის წევრები, არამედ სხვა დეპუტატებიც, ისინი იყვნენ ამ გადაწყვეტილების ავტორები და მოუწიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაც აიღეთ იმით, რომ მოუწიათ გასულიყვნენ ფრაქციიდან. ნიშნიანიძის კონტექსტი სრულიად გაუგებარია და რატომ აპელირებს ახლა ეს ადამიანი ნიშნიანიძეზე, რადგან იმ სამ კანდიდატს შორის, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ეს გვარი არ ფიგურირებს, შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტაცია, რა დეტალებშიც არ უნდა შევიდეთ, გამართლება ამ საქციელს უბრალოდ, არ ექნება”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მანამდე, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "ჩათში" ოპოზიციისთვის მისაღები 4 კანდიდატის გვარის გარდა, კიდევ ერთი გვარი იყო - ნინო ნიშნიანიძის, რომელიც კენჭისყრის მეორე ტურში გადავიდა". მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" გუშინ გამართულ ბრიფინგზე ეს არ უთქვამს.

ამავე თემაზე: სკანდალური კენჭისყრა: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S