იუსოვი: რუსეთის ჯარები ჩრდილოეთ ყირიმში უკან დახევას "რეალისტურ სცენარად" განიხილავენ

18-05-2023 15:59:42 ევროპა

რუსი სამხედროები ანექსირებული ყირიმის ზოგიერთ მონაკვეთში უკან დახევას „რეალისტურ სცენარად“ განიხილავენ,– ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

ასეთ გეგმებზე, მისი თქმით, ყირიმის ჩრდილოეთით თავდაცვითი ობიექტების არსებობა მოწმობს.

„ისინი ეშელონირებულ თავდაცვას ამზადებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს კეთდება ყირიმის ჩრდილოეთით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რაშისტები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ გარკვეულ ხაზებზე უკან დახევას, როგორც რეალისტურ სცენარს“, - თქვა იუსოვმა უკრაინის ეროვნული ტელეთელონის ეთერში.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმის დეოკუპაცია უკრაინის სხვა ტერიტორიების განთავისუფლების მსგავსი იქნება.

ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მზადება „გეგმის მიხედვით მიდის“.

მაისის დასაწყისში უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმს ტოვებენ რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები