„იარაღისთვის იყენებდნენ“: ყირიმში, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

18-05-2023 16:26:04 ევროპა

რუსულმა ტელეგრამ–არხებმა სიმფეროპოლის მახლობლად მატარებლის რელსებიდან გადასვლის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.

ტელეგრამ–არხ Mash-ის ცნობით, სიმფეროპოლის მახლობლად, სოფელ ჩისტენკოიეთან სარკინიგზო ლიანდაგის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქება პირველ ვაგონთან მოხდა. წარმოქმნილი ორმოს დიამეტრი 15 მეტრი იყო, სიღრმე დაახლოებით – ორი. დაზიანდა ლიანდაგი 50 მეტრ სიგრძეზე.

ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დაადასტურა, რომ სიმფეროპოლის რეგიონში მარცვლეულით დატვირთული ვაგონები რელსებიდან გადავიდა, თუმცა აფეთქების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„სიმფეროპოლი-სევასტოპოლის ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. სიტუაცია პირად კონტროლზე მყავს“,– თქვა აქსიონოვმა.

რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ყირიმის რკინიგზაზე დაყრდნობით წერს, რომ სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადასვლა მოხდა „რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობაში არაუფლებამოსილი პირების ჩარევის გამო“.

მოგვიანებით, ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლაი ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სარკინიგზო ლიანდაგი 150 –მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა.

უკრაინის დაზვერვის სპიკერის ანდრეი იუსოვის თქმით, რუსი სამხედროები ამ რკინიგზას იყენებდნენ იარაღის გადასატანად.

„ცხადია, სხვა რამის ტრანსპორტირებაც ხდება იმავე მარშრუტებით. კერძოდ: იარაღის, საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის და ყველა სხვა საშუალების, რომელიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისთვის მშვიდობიანი უკრაინელებისა და უკრაინის დამცველების მოსაკლავად. დამცველები. ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ გზებმა „ვერ გაუძლეს“, დაიღალნენ და ახლა ცოტა ხნით არ ფუნქციონირებენ“, - თქვა იუსოვმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

დაზვერვის ოფიცერმა მსგავსი ინციდენტების განმეორება არ გამორიცხა, სანამ ნახევარკუნძულის დეოკუპაცია არ მოხდება:

„ინფრასტრუქტურანორმალურადდაიწყებს მუშაობას, როდესაც ყირიმი უკრაინაში დაბრუნდება. ვიდრე რუსი ტერორისტები იქ იქნებიან, მოსვენება არ იქნება“.

ყირიმის რუსული პარლამენტის სპიკერმა ვლადიმირ კონსტანტინოვმა მომხდარში კიევი და დივერსანტები დაადანაშაულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები