
„ჯერ მოგებული არაფერი გვაქვს, ზედმეტად ოპტიმისტები ნუ ვიქნებით“
17/11/2019 21:08:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის შოთა დიღმელაშვილის შეფასებით, პარლამენტის შენობასთან არაძალადობრივი რადიკალური პროტესტი ფიქსირდება.
ამასთან, როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, მას დემონსტრაციის დაშლის მოლოდინი ამ ეტაპზე არ აქვს.
„ჩვენ არ ვიძალადებთ, ჩვენზე თუ იძალადებენ, მოძალადე იქნება პასუხსიმგებელი. სროლის მოლოდინი არ მაქვ. მოწინააღმდეგე მხარე სულელი არ არის. დაიწყება გაძლების თამაში. [...]ჯერ არაფერი არ გვაქვს მოგებული. ზედმეტად ოპტიმისტები ნუ ვიქნებით“,– განაცხადა დიღმე;აშვილმა და განმარტა, რომ „მოგებაში“, სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს გულისხმობს, სადაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება.
ცნობითვის: რუსთაველზე მომიტინგეები რჩებიან, მათ ბლოკირებული აქვთ პარლამენტის შენობაში შესასლელები, გაშლილია კარვები. მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები.