Accentnews.ge
ბადრი ესებუას ძმებმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს

ბადრი ესებუას ძმებმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს

18/05/2023 15:12:55 სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადეს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმებმა, მათ შორის პატიმრობაში მყოფმა ბიძინა ესებუამ.

მსჯავრდადებული ბიძინა ესებუა, რომელიც სასჯელს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით 2020 წლის 12 დეკემბრიდან იხდის, დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ არ სურს ჩვენების მიცემა. იგივე თქვა ბიკენტი ესებუამაც.

“მოწმეების, ბიკენტი და ბიძინა ესებუების, დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ობიექტურობა და სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათ არ ისურვეს ჩვენების მიცემა”, - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით პატიმრობა 2023 წლის 5 აპრილს მიუსაჯა ბადრი ესებუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

რაც შეეხება ბანკში მომხდარი თავდასხმის საქმეს, განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. მომდევნო სხდომა 24 მაისს გაიმართება.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. რამდენადაც ცნობილია, ბანკზე თავდასხმის ნაწილში ის ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S