მედია: შვედეთში უკრაინის ძლიერ დანაყოფს ფარულად წვრთნიდნენ

18-05-2023 20:40:47 ევროპა

შვედეთში 5 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნა ფარულად მიმდინარეობდა. უკრაინული ბრიგადა შვედეთში წვრთნებს თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიებით გადიოდა,– ამის შესახებ ინფორმაციას The Times შვედურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ბრიგადა აღჭურვილია „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებით, ასევე CV90-ის ტიპის საბრძოლო მანქანებითა და Archer-ის საარტილერიო სისტემებით, რაც მას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ძლიერ დანაყოფად აქცევს, რომელის მონაწილეობას მიიღებს მოსალოდნელ კონტრშეტევაში.

„ამ თვეში [მაისში - რედ.] ის დაბრუნდა უკრაინაში, რათა მზად იყოს ბრძოლისთვის“, წერს ბრიტანული გაზეთი.

აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს შვედეთის თავდაცვის ძალებში არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები