უკრაინამ Storm Shadow-ის გამოყენება დაიწყო

18-05-2023 21:01:36 ევროპა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან იცოდა უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow რაკეტების გამოყენების შესახებ, რომლებიც ლონდონმა კიევს გადასცა. ამის შესახებ უოლესმა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან ბიორნ არილ გრამთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი ინფორმაციით, ის (Storm Shadow - რედ.) უკვე გამოიყენეს მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ მისი უკრაინაში გაგზავნის შესახებ. მაგრამ დეტალებს არ შევეხები", - განაცხადა მან.

მოგვიანებით ბრიტანელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების მნიშვნელობას.

"HIMARS და M270 სისტემებმა მართლაც ძირეულად შეცვალეს სიტუაცია უკრაინელებისთვის ბრძოლის ველზე. რუსები იძულებულნი გახდნენ, გადაეტანათ მრავალი სამეთაურო და საშტაბო პუნქტი ამ იარაღების მოქმედების არეალს მიღმა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ ამ იარაღით დარტყმის საშუალებები. ეს ეხმარება უკრაინას საკვანძო მომენტებში“, - ფიქრობს უოლესი.

მან დასძინა, რომ Storm Shadow-ის მიწოდება არის „ერთგვარი შერბილება“ იმ სიტუაციისა, რომ უკრაინა ჯერ ვერ ახერხებს თანამედროვე მებრძოლების მიღებას:

„ეს ასევე არის გზა, შემსუბუქდეს სიტუაცია – ჩვენ არ შეგვიძლია გამანადგურებლების მიწოდება, მაგრამ შეგვიძლია, დავეხმაროთ, უზრუნველყოს ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც გამანადგურებლებს შეუძლიათ - დაარტყას ზურგში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები