სომხურ კონიაკ "არარატს" რუსეთის ბაზარს აღარ მიაწვდიან

18-05-2023 23:27:24 კავკასია

ერევნის ქარხანა, რომელიც „არარატის“ სახელით ცნობილ კონიაკს აწარმოებს, წყვეტს რუსეთისთვის ამ სპირტიანი სასმელის მიწოდებას, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.

მანამდე ქარხნის მფლობელმა - ფრანგულმა Pernod Ricard-მა - შეაჩერა ალკოჰოლის ექსპორტი რუსეთში.

"ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურძნის მოსავლის შესყიდვაზე. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოვახდინოთ",– ციტრებს რუსული მედია სომხეთის ეკნომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში სულ უფრო ხშირად ირგვება ღვინის ჯიშები და სომხეთში კონიაკზე ორიენტირებული მევენახეობა ისე ტოტალურად აღარ დომინირებს, როგორც 10-15 წლის წინ.

"ეს იძლევა წარმოების დივერსიფიკაციის საშუალებას", – დასძინა მინისტრმა.

ბრენდი „არარატი“ 1998 წლიდან ეკუთვნის ფრანგულ ჯგუფ Pernod Ricard-ს , რომელმაც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის მიწოდება რუსეთში უკვე შეწყვიტა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ომის გაჩაღების შემდეგ. რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები