საფრანგეთს ტყეში მოწევის აკრძალა სურს

19-05-2023 00:09:50 ეს საინტერესოა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სენატში უკვე დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ტყის ხანძრების თავიდან აცილებასა და ბრძოლას. მიღებული ცვლილება კრძალავს მოწევას ტყეებსა და მის მახლობლად “ხანძრების სეზონზე“.

ზოგადად, აღნიშნული სეზონი საფრანგეთში ზაფხულის განმალობაშია, თუმცა კლიმატური ცვლილებით ყველაზე მეტად დაზარალებული სამხრეთ რეგიონებში სხვა თვეებში ცხადდება.

თამბაქოს მოწევის აკრძალვა ეფუძნება მოქმედ სატყეო კანონმდებლობას, რომელიც უკვე კრძალავს ცეცხლის დანთებას 200 მეტრში ტყიანი ტერიტორიებიდან.

კანონი მიზნად ისახავს გადაგდებული სიგარეტისგან გამოწვეული ხანძრის რისკის შემცირებას. ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის ტყეებში ხანძრების 90% დაკავშირებულია ადამიანურ ფაქტორებთან.

ახლა საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უნდა დამუშაოს კანონპროექტი მის საბოლოო მიღებამდე და ძალაში შესვლამდე.

საფრანგეთი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტყიანი ქვეყანა, დიდი ხანია, ზარალდება ტყის ხანძრებისგან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სტიქიური უბედურებები ადრე იწყებოდა წლის ბოლოს, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს დრო შეიცვალა, უფრო ხშირიც გახდა და უფრო რთული ხდება მისი შეჩერება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები