Accentnews.ge
"თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, პოლიციამ ძალა უნდა გამოიყენოს"

"თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, პოლიციამ ძალა უნდა გამოიყენოს"

18/11/2019 02:38:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა და გაწიროს ადამიანები, რომლებიც ამ შენობის პიკეტირებას ახდენენ.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუ აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას შეასრულებენ.

„პარლამენტის პიკეტირება გრძელდება. მიზანი არის ის, რომ ამ შენობაში დეპუტატები შევლენ მხოლოდ ერთი პირობით, თუ ისინი უნდობლობას გამოუცხადებენ მთავრობას და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, რაც ამ აქციის მთავარი მოთხოვნაა.

ეს აქცია გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. თუ ხვალ შევლენ დეპუტატები ამ შენობაში, ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა და გაწიროს ადამიანები, რომლებიც პიკეტირებას ახდენენ ამ შენობის. ცხადია, მათ აქვთ ფიზიკური ძალა. თუ ეცდებიან, ამას გააკეთებენ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აქცია არ გაგრძელდება”, – განაცხდა ჯაფარიძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S