Accentnews.ge
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გადადეს

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გადადეს

18/11/2019 04:20:26 სხვა, მსოფლიო

​ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ სამხედრო სწავლების გადადების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Reuters წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, წვრთნები, რომლებიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც სეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება კეთილი ნების ჟესტია, რომლის მიზანიც დიპლომატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. 

ამ გადაწყვეტილების გაჟღერებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის მეშვეობით ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მიმართა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სწრაფად უნდა იმოქმედოს და აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწიოს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S