Accentnews.ge
"ჩვენს სიმხნევეს ენერგია ევროკავშირისა და აშშ–ის საელჩოს განცხადებამ შეჰმატა"

"ჩვენს სიმხნევეს ენერგია ევროკავშირისა და აშშ–ის საელჩოს განცხადებამ შეჰმატა"

18/11/2019 05:05:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას შეფასებით,პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყო და რუსთაველის გამზირზე ღამემ მშვიდად ჩაიარა. 

ამასთან, როგორც ქუთელიამ, რომელმაც პარლამენტთან ღამე გაათენა, ჟურნალისტებს განუცხადა, დემონსტრანტებს სიმხნევე შემატა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ–ის საელჩოს განცხადებებმა. 

„პოლიციაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, შესაბამისად ინციდენტების გარეშე ჩაიარა ღამემ. ასევე მნიშვნელოვანი იყო და ჩვენს სიმხნევეს ენერგია შემატა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებამ, მოწოდებამ ხელისუფლებისადმი, რომ მათ იპოვონ გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილების გამო. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნება“ გამოსავალს მიაგნებს. მათ კისერზეა ეს კრიზისი და იპოვონ გამოსავალი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობამ გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა, ბოლომდე არ გაფორმდეს სახელმწიფოს მიტაცება, რომელზეც ასე ბევრს ვსაუბრობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა ქუთელიამ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. ამ დროისთვის პიკეტირებულია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს დეპუტატების პარლამენტში შესაყვანად ძალის გამოყენება დასჭირდება, მმართველი გუნდი და პარლამენტის საქმიანობის გგარძელებას გეგმავს. პირველი ღონისძიება პარლამენტში 12: საათისთვისაა დაგეგმილი. იყო მოლოდინი, რომ პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გვიან ღამით გაწმენდდა რა გეგმა აქს ხელისუფლებას ამჯერად, უცნობია, შსს–მ კი გუშინ განაცხადა, რომ ბლოკირებას არ დაუშვებს

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S