საქართველოს პრეზიდენტი: "ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში მისი არასასურველი რეისი განახორციელა"

19-05-2023 13:43:35 ციტატა

"ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში მისი არასასურველი რეისი განახორციელა, არა რუსულ ფრენებს!", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ამ რეისს პარტია "დროას" წევრები და მოქალაქეები აეროპორტთან აქციით აპროტესტებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები