Accentnews.ge
ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"

ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"

18/11/2019 06:08:46 სხვა, მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ რუსეთთან ენერგომომარაგებისა და სავაჭრო ბარიერების საკითხები არ მოგვარდება, არავითარი საგზაო რუკის გაფორმება არ მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

"რუსეთი ბელარუსს ყოველ წელს ახალ პირობებს უწესებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს და მსგავსი კავშირი არავის სჭირდება",– განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა გაანდო ჟურნალისტებს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს, ხოლო თუ მოსახლეობა მას მხარს არ დაუჭერს, თანამდებობას დატოვებს.

ცნობისთვის: ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში ბელარუსის ოპოზიციის ორი წარმომადგენელი მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S