Accentnews.ge
პარლამენტთან დემონსტრანტები იკრიბებიან: "ვნახოთ რამდენს დააკავებენ"

პარლამენტთან დემონსტრანტები იკრიბებიან: "ვნახოთ რამდენს დააკავებენ"

18/11/2019 06:42:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. გზის სავალ ნაწილზე გაშლილ კარვებში ღამე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გაათენა. პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვებია გაშლილი. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენელბიც იყვნენ. ოპოზიციის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების საკითხი კვლავ ძალაში რჩება და აპირებენ, რომ აქციის მონაწილეებთან ერთად დეპუტატები შენობაში არ შეუშვან.

"თუ ვინმე თვლის, რომ ფორმალობებზე დაყრდნობით უნდა გადადგას რეპრესიული ნაბიჯები და დააკავოს ხალხი, ვინც ხელს შეუშლის დეპუტატებს სამარცხვინო მოღვაწეობის გაგრძელებაში, ეს მათი არჩევანი იქნება. ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური ლიდერის და მოქალაქის დაკავებას შეძლებენ", - განაცხადა დღეს დილით პარლამენტის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის: 15:00 საათზე ბიუროს სხდომაა დანიშნული, მანამდე კი 12:00 საათზე, კომიტეტის სხდომა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S