19-05-2023 20:06:58 მსოფლიო
აშშ „თვითმფრინავების კოალიციაში” მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის,– იუწყება CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროს ცნობით, იაპონიაში “დიდი შვიდეულის” სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა ვაშინგტონის მონაწილეობა მოკავშირეების ინიციატივაში, რომ უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე გაწვრთნან, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16-ებზე.
CNN-ის წყაროს თანახმად, უკრაინელი პილოტების მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპაში მოხდება, მაგრამ მასში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას.
“ვინაიდან წვრთნები მომდევნო თვეებში გაიმართება, ქვეყნების ჩვენი კოალიცია, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს, გადაწყვეტს, როდის მივაწოდოთ [უკრაინას] თვითმფრინავები, რამდენი მივაწოდოთ და ვინ მიაწოდებს მათ”, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
მანამდე CNN წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გააპროტესტებს მესამე ქვეყნების მიერ ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი მოთხოვნა არ შემოსულაო, – დააზუსტეს ტელეკომპანიის თანამოსაუბრეებმა.
მანამდე კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე უარის თქმის გამო თეთრ სახლი ზეწოლას შეეჩეხა არა მხოლოდ ევროპელი მოკავშირეების, არამედ აშშ-ის კონგრესის წევრების მხრიდან.
არაერთი კონგრესმენის თქმით, F-16 მებრძოლებს შეეძლოთ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება „პატრიოტის“ძვირადღირებული საბრძოლო მასალის გახარჯვის გარეშე. თუმცა, ზოგიერთი ამერიკელი თანამდებობის პირი ამ არგუმენტს სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ რუსეთს აქვს ფართო საზენიტო სისტემები, რომლებიც ადვილად ჩამოაგდებენ F-16-ებს. მათი თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ იყენებს კიევი უკრაინის არმიისთვის უკვე ხელმისაწვდომ საბრძოლო თვითმფრინავებს.
კიევის განცხადებით, რუსეთთან ჰაერში დასაპირისპირებლად 180-მდე თანამედროვე მებრძოლია საჭირო.
ამ კვირაში გამოცხადდა „საერთაშორისო კოალიცია“, რომლის მიზანიც უკრაინისთვის ამერიკული F-16–ის გამანადგურებლების მიწოდების უზრუნველყოფაა. მასში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და, ალბათ, კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მიიღებს.