Accentnews.ge
იყო გინება, საღებავები მიასხეს პოლიციელებს – გომელაური აეროპორტთან მოქალაქეების დაკავებაზე საუბრობს

იყო გინება, საღებავები მიასხეს პოლიციელებს – გომელაური აეროპორტთან მოქალაქეების დაკავებაზე საუბრობს

19/05/2023 16:24:02 სამართალი

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ადამიანების დაკავებაზე გააკეთა კომენტარი.

„ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოქალაქეს დამცველები ვართ. უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ, როგორც ერთი ჯგუფის, მეორე ჯგუფის, მათ შორის თუნდაც ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ა.შ. იქ არანაირი პრობლემა არ იყო, მდგარიყვნენ, ადგილი გამოვუყავით, ავტოსადგომი მოვუნახეთ, პირიქით, დავეხმარეთ – კი ბატონო, გამოხატეთ, იყვირეთ, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ პოლიციელებს. მე მგონი, დაიდო კიდევაც, პირდაპირ გინება, საღებავები მიასხეს პოლიციელებს, ფაქტები გვაქვს, და მე მგონი, არასწორია პოლიციას, რომ აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. 6 ადამიანი დავაკავეთ, სასამართლოთი გადავიყვანეთ. ან გაუშვებენ ან დააჯარიმებენ. თუ იყო ერთი რეისი პირობითად რუსეთიდან ჩამოსული, 4 რეისი ჩამოვიდა იქ, სადღაც 600 კაცამდე. უნდა შესულიყვნენ ესენი [აქტივისტები] იქ ფოიეში და იქ უნდა მოეწყოთ ეს კრასკების მისხმები, ეს უბედურება? 4 რეისი ჩამოვიდა, მათ შორის ევროპიდან, აღმოსავლეთიდან, ასე ვთქვათ.ეს რაც მოხდა, რომ იქ მშვიდობიანად მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით, არავინ არავის დააკავებდა, თუმცა მშვიდობიანი არ აწყობთ და რაღაც შოუ ხო უნდა დაიდგას – კრასკების მისხმა, გინება და რაღაცა მაინც ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა, თორე მანამდე ვეხმარებოდით“,– ამგვარად ხსნის დაკავების აუცილებლობას შს მინისტრი.

აქციაზე დაკავებულ ექვსივე ადამიანს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა. როგორც ცნობილია, სამი მათგანის სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება.

20:00 საათზე დაგეგმილია კიდევ ერთი აქცია პარლამენტის შენობასთან ასევე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S