Accentnews.ge
პარლამენტის შესასვლელებთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტის შესასვლელებთან ვითარება დაიძაბა

18/11/2019 07:01:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის შესასვლელებთან ვითარება დაიძაბა. აღნიშნული საკანონმდებლო ორგანოსთან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენას მოჰყვა. რევაზ არველაძესა და მერაბ ქვარაიას პარლამენტის შენობაში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება მომიტინგეებმა არ მისცეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დეპუტატებს დახვდნენ შეძახილებით: „მონა“ და „წადი“.

მოგვიანებით, პარლამენტის ერთ–ერთ შესასვლელთან უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი გია ჟორჟალიანი გამოჩნდა და ამჟამად ადგილზე ხმაურია. აქციის მონაწილეები მას შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათზე და  15 საათზე პარლამენტში სხდომებია დანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S