
ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
18/11/2019 07:16:18 სხვა, სამართალი
ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს, რომელიც თბილისის მიმართულებით ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მასში დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.