Accentnews.ge
შსს: სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე 16 პირი დავაკავეთ

შსს: სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე 16 პირი დავაკავეთ

20/05/2023 11:36:08 სამართალი

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა ქმართან ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.

ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S