Accentnews.ge
პრეზიდენტი: რუსეთი ქსენოფობიის საბაბით შედის ქვეყნებში და თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

პრეზიდენტი: რუსეთი ქსენოფობიის საბაბით შედის ქვეყნებში და თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

20/05/2023 13:32:54 პოლიტიკა

საქრთველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ ქსენოფობიასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

"განცხადებებზე პასუხი არ მჩვევია, მაგრამ ვერ დავუშვებ, ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როდესაც 1,6 წელიწადია, ოკუპანტი ქვეყნიდან ღებულობს მიგრანტებს 70 000 თუ 80 000–ს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, რომ ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რუსეთის ჩვეულებრივი თემაა, რომ ვითომ თავის მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, არც საზოგადოება და არც მე და სადაც საზოგადოებაა იქ ვიქნები მე", – აცხადებს პრეზიდენტი.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნასთან დაკავშირებით კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გამართულ პროტესტს "ქსენოფობიური კამპანიის მეოთხე ტალღა" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S