Accentnews.ge
"რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ, ვატყობთ"

"რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ, ვატყობთ"

18/11/2019 07:42:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირების მიზანი ბიუჯეტის ჩაგდება და რევოლუციაა. საკანონმდებლო ორგანომ სწორედ წლის ბოლომდე უნდა განიხილოს მომავალი წლის ბიუეჯტი, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი პარლამენტის შენობაში კანონმდებლებს ა რ შეუშვებენ. 

“ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა იმის გამო, რომ  იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება დაგაცილებით უფრო მეტს. ასევე აქციაში მონაწილე იმავე  5 ათას თუ 6 ათას ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში,და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, – განაცხადა, პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკი ამბობს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემები არაერთი მიმართულებით შეიქმნება.

ცნობისთვის: დღეს დილით პარლამენტის შესასვლელებთან ვითარება დაიძაბა. აღნიშნული საკანონმდებლო ორგანოსთან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენას მოჰყვა. რევაზ არველაძესა და მერაბ ქვარაიას პარლამენტის შენობაში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება მომიტინგეებმა არ მისცეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დეპუტატებს დახვდნენ შეძახილებით: „მონა“ და „წადი“.

მოგვიანებით, პარლამენტის ერთ–ერთ შესასვლელთან უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი გია ჟორჟალიანი გამოჩნდა. აქციის მონაწილეები მას შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათზე და  15 საათზე პარლამენტში სხდომებია დანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S