21-05-2023 16:02:14 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია და უკრაინული ჯარები ქალაქში რჩებიან.
„დღეის მდგომარეობით, ბახმუტი რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის ოკუპირებული. ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიაში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს განაცხადა, რომ მათი ქვედანაყოფები ბახმუტში არიან და ისინი აგრძელებენ რამდენიმე შენობის დაკავებას ქალაქში.
"აქცენტი" ესაუბრა უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს, რომელთაც დაადასტურეს, რომ რიგი პოზიციები კვლავ უჭირავთ უკრაინულ ძალებს და რჩებიან ქალაქში.
მანამდე "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქს მთლიანად რუსები აკონტროლეგენ, მისი მებრძოლები 25 მაისს დატოვებენ ბახმუტს და მას "რუსეთის შეიარაებულ ძალებს გადააბარებენ.