გონჩარენკო: "რა სირცხვილია, ივანიშვილი და "ოცნება" პუტინსა და ლავროვს ფეხქვეშ საქართველოს უფენს"

22-05-2023 10:04:24 ციტატა

"რუსეთი არ ეყოთ, საქართველოში უნდა გაატარონ დრო და გადაიხადონ ქორწილი. ლავროვის შვილს კარგი არჩევანი გაუკეთებია, მაგრამ მისი სტუმრობა ქართველებმა არ მოისურვეს. სამარცხვინოა, რომ ქართული პოლიცია ქართველებს კი არ იცავს ლავროვებისგან და ვინოკუროვებისგან, არამედ – ამ არამზადებს. რა სირცხვილია, ივანიშვილი და "ქართული ოცნება" პუტინსა და ლავროვს ფეხქვეშ საქართველოს უფენს. ყველასთვის გასაგებია, დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები. ქართველებს ეს კარგად ესმით უკრაინის მაგალითზე, მაგრამ ხელისუფლება საქართველოს რუსეთს ფაქტობრივად, უერთებს. აი, ასე ჩანს ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, ქართველები ქვეყნის დაცვას შეძლებენ. ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო, ყველაფერი თქვენ ხელშია", – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო აცხადებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები