Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია დაიწყეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია დაიწყეს

22/05/2023 18:37:13 პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია დაიწყეს. აფხაზური მედია აქტიურად აშუქებს თემას რა იგიგმება რკინიგზის სადგურების მოსაწყობად.

"მომავალში გვინდა, რომ აქ განლაგებული იყოს მომსახურების ყველა სეგმენტი, რომელიც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციონორებასთან არის დაკავშირებული. ანუ, აქ იქნება საბაჟო ორგანოები და სხვადასხვა სახის მომსახურებები განხორციელდება. ასევე გეგმაში გვაქვს ახალი ტექნიკის შეძენა", – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის დე ფაქტო გენერალური დირექტორი ოქტაი ხაზირიში.

17 მაისს ცნობილი გახდა, რომ ირანში რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთი მილიარდ სამასი მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს, რომელშიც მოსკოვის წილი 85%-ია. რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მარშრუტისა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურეში ირანის პორტებზე წვდომა მიიღოს ახლო აღმოსავლეთთან და ინდოეთთან ვაჭრობისთვის. რაშტ-ასტარის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაცია 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ რუსეთიდან ირანამდე მატარებელი 10 დღეში ჩავა. თუმცა რუსეთიდან წამოსული მატარებელი ირანში ისე ვერ მოხვდება, თუ საქართველოს ტერიტორიას სრულად არ გაივლის. კერძოდ, რუსეთიდან წამოსულ ტვირთს ოკუპირებული აფხაზეთიც და საქართველოს არაოკუპირებული ნაწილიც გასავლელი ექნება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების განახლების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმისვლის აღდგენაც არ გამორიცხა.

მანამდე, სარკინიგზო მიმოსვლაზე, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა სერგეი კატირინმა ისაუბრა და მას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა.

თემის კომენტირებისას 19 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრ–ირაკლმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმისვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად "არაფერი არ ხდება".

"არაფერი არ ხდება. ნუ ავრცელებთ ტყუილებს. არ ხდება არაფერი წყნარად იყავით", – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს.

კორესპონდენტის დამატებით კითხვაზე, რკინიგზის აღდგენის საკითხი ოდესმე განიხილება თუ არა, პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

"თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მოხდება აუცილებლად, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ბევრი რამე განვიხილოთ".

ამავე თემაზე: დასჯერდება თუ არა პუტინი ფრენებს? გვარგებს თუ გვავნებს აფხაზური სარკინიგზო დერეფნის ამოქმედება?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S