Accentnews.ge
ხიდაშელი – კალაძის საპასუხოდ: „პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ უსუფაშვილის მიერ იყო ინიცირებული“

ხიდაშელი – კალაძის საპასუხოდ: „პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ უსუფაშვილის მიერ იყო ინიცირებული“

18/11/2019 08:52:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებრივი ორგანზიაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მიერ დღეს მისი მეუღლის - პარლამენტის ექს-თავმჯდომარის, "შენების მოძრაობის" ლიდერ დავით უსუფაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ უსუფაშვილის მიერ იყო ინიცირებული“. 

„ადამიანს ანგარიშს და მათემატიკას მხოლოდ იმისთვის არ ასწავლიან, რომ ფული დაითვალოს! 1) 2017 წელს, 2013-2014-ისგან განსხვავებით, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა პარლამენტში, შესაბამისად, აღარ სჭირდებოდა არავის ხმები და თანხმობა, რათა კონსტიტუციაში ესა თუ ის ცვლილება განეხორციელებინა. განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტისგან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხმები გვჭირდებოდა საკონსტიტუციო ცვლილების გასატანად.  2) კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ დათო უსუფაშვილის ინიციატივით იყო ინიცირებული – ეს ფაქტია და კახა კალაძე რომ წერა-კითხვასთან მწყრალად არ იყოს, ესეც ეცოდინებოდა. მაგრამ იმ კანონპროექტს გასატანად სჭირდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ხმები. და მე-3 და ყველაზე მნიშვნელოვანი: “ქართული ოცნება” რომ თანმიმდევრული იყოს საკუთარ ქმედებებში, 2017 წელს განხილული იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების სწორედ ის პროექტი, რომელიც 2012 წლის პარლამენტში დავით უსუფაშვილისა და “ქართული ოცნების” დღევანდელი წარმოდგენილობის ერთი ნაწილის მიერ იყო ინიცირებული და მას სწორედ იმ ფორმით მიიღებდნენ, როგორითაც მოხდა ინიცირება. შედეგად 2020-ში  უკვე პროპორციული სისტემა გვექნებოდა“, – განუცხადა „აქცენტს“ ხიდაშელმა.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „დავით უსუფაშვილს საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად თითი თითზე არ დაუკარებია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კი ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდა“. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S