Accentnews.ge
საია – პარლამენტის ბლოკირების მიუხედავად, არ უნდა შეიზღუდოს აქციის გამოხატვის ეს ფორმა

საია – პარლამენტის ბლოკირების მიუხედავად, არ უნდა შეიზღუდოს აქციის გამოხატვის ეს ფორმა

18/11/2019 09:01:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) მიმართავს ხელისუფლებას, ანგარიში გაუწიოს არებულ კონტექსტს და არ შეზღუდოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ფორმა. 

"ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არარსებობისა და დემონსტრატნთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას. კანონმდებლობა კრძალავს ამ ქმედებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას. ამის მიუხედავად, ვინაიდან, პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება, საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებში. 

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უნდა აჩვენოს კონსესუსის ნება და არ გამოიყენოს ძალა მწვავე ვითარების დასარეგულირებლად. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოების პროესტი კონკრეტული საკითხის მიმართ არის სამართლიანი:

“საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების "ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება". 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში 12 საათზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი და სამივე შესასვლელი ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათიანი სხდომის გარდა, 15 საათზე პარლამენტში კიდევ ერთი სხდომაა დანიშნული.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S