23-05-2023 15:31:36 კავკასია
სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთის ინიციატივით შექმნილი და მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია" (ОДКБ) დატოვოს.
"რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი? - იმიტომ, რომ ჩვენი შთაბეჭდილებით, თავად ОДКБ სომხეთს ტოვს. აქ უპირველესად, ორგანიზაციის ვალდებულებები მაქვს მხედველობაში. გამუდმებით ისმის კითხვა, ჩამოვა თუ არა სომხეთში ორგანიზაციის მონიტორინგის მისია? რატომ არ ჩამოდის? სანამ ეს და სხვა კითხვები არსებობს, არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში წევრობა შეწყვიტოს ან შეაჩეროს. თუ დავაფიქსირებთ, რომ ОДКБ-მ სომხეთი დატოვა და ორგანიზაციის წევრობა დე-იურე არაფერს გვაძლევს, მხოლოდ ხელს გვიშლის უსაფრთხოების საკითხების სხვა ქვეყნებთან განხილვაში, მათგან, მაგაითად, იარაღის შეძენაში, ორგანიზაციის რიგებს დავტოვებთ" - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის:სომხეთის ამ ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში ყარაბაღის მეორე ომის შემეგ დადგა, როცა ОДКБ-მ რამდენჯერმე განუცხადა ერევანს უარი, აზერბაიჯანთა დაპირისპირებაში დაჰხმარებოდა და მეტიც, განცხდების დონეზეც კი უარი თქვა, დაეგმო აზერბაიჯანის მოქმედება.