Accentnews.ge
"ვერ გაჭრიან" — პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები კვლავ დაადეს, რომლებსაც საქართველოს და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს

"ვერ გაჭრიან" — პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები კვლავ დაადეს, რომლებსაც საქართველოს და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს

18/11/2019 09:29:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ სამართალდამცველები საქაღთველოს დროშას გადაჭრიან, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. 

მომიტინგეებმა პარლამენტის ჭიშკრებს გუშინაც დაადეს ბოქლომები, თუმცა პოლიციამ ისინი მყისიერად გადაჭრა. 

საქართველოს პარლამენტში 12 საათზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი და სამივე შესასვლელი ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათიანი სხდომის გარდა, 15 საათზე პარლამენტში კიდევ ერთი სხდომაა დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S