Accentnews.ge
შსს: სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოება მკვლელობით დასრულდა, დაკავებულია ერთი პირი

შსს: სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოება მკვლელობით დასრულდა, დაკავებულია ერთი პირი

23/05/2023 13:46:32 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული გ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ.ი.-მ ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S