
ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ
23/05/2023 14:02:42 სამართალი
ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ნავმისადგომზე, სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინია“ აღმოჩენილი.
ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.