Accentnews.ge
ჩეხეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად შეთანხმებას ხელი მოაწერა

ჩეხეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად შეთანხმებას ხელი მოაწერა

23/05/2023 15:20:24 მსოფლიო

ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა Mero-მ 23 მაისს განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსულ ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად.

„ეს შეთანხმება ჩვენი მომავალია, ის დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება, მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში", – განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იაროსლავ პანტუჩეკმა ჟურნალისტებს.

Mero 73 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას დააფინანსებს. ეს ნავთობსადენი ნავთობს ცენტრალურ ევროპას იტალიის პორტ ტრიესტის გზით აწვდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S