Accentnews.ge
"ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ნაციონალებს"

"ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ნაციონალებს"

18/11/2019 09:50:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ირონიულად იმ ადამიანებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღების ფაქტს აპროტესტებს. 

"ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე, ზოგადად, ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში. ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა", — განაცხადა, აჭარის ტელევიზიის ცნობით, რიჟვაძემ.

იხილეთ ასევე: რამდენი ადამიანი დათვალა შსს–მ რუსთაველზე

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

დღეს საქართველოს პარლამენტში 12 საათზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.  სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი და სამივე შესასვლელი ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათიანი სხდომის გარდა, 15 საათზე პარლამენტში კიდევ ერთი სხდომაა დანიშნული.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S