Accentnews.ge
1 საათში 2 გაფრთხილება – "გამოხატვის თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს"

1 საათში 2 გაფრთხილება – "გამოხატვის თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს"

18/11/2019 10:20:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები უკვე ორჯერ გააფრთხილა. 

„რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, „შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს“.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აცხადებენ შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ შსს–მ მსგავსი მოწოდების შემცველი განცხადება დაახლოებით ერთი საათის წინაც გაავრცელა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში 12 საათზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი და სამივე შესასვლელი ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათიანი სხდომის გარდა, 15 საათზე პარლამენტში კიდევ ერთი სხდომაა დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S