
კადიროვი: „მუქარა და დაშინება ეს ჩეჩნური ეთიკის ნაწილია“
18/11/2019 10:47:03 სხვა, მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის განცხადებით, „მუქარა და დაშინება ეს ჩეჩნური ეთიკის ნაწილია“.
ტელეარხ „გროზნოზე“ 14 ნოემბერს გასული სიუჟეტიდან მისი სიტყვების თარგმანი დღეს „კავკაზკიი უზელმა“ გამოაქვეყნა.
„ჩვენი ეთიკით, ადათით ასეა: „მე შენ გცემ, მოგკლავ, ამოგაძრობ...“ ...როდესაც შენ საუბრობ, აკეთებენ პირდაპირ თარგმანს... მე ასეთს ჩემს შვილებსაც ვეუბნები... ჩვენს ლექსიკონში ასეთი რამ არის... ყოველთვის იყო დააშინო, ეჩხუბო. სისხლის აღება საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები დალაგდეს და მათ ერთმანეთი არ კლან“, – განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ჩეჩნეთის მთავრობის წინაშე გამოსვლისას კადიროვმა გააჟღერა მოწოდება, „კლან, ციხეში სვან და დააშინონ ინტერნეტ–მომხმარებლები, რომლებიც ვინმეს ღირსებას შეეხებიან“. მოგვიანებით, იგი ირწმუნებოდა, რომ ეს ფრაზები გაბრაზებულმა თქვა, თანაც სხვაგვარად, მაგრამ შემდგომში „მათი დამახინჯება სცადეს“.