Accentnews.ge
პარლამენტის სიახლოვეს სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ

პარლამენტის სიახლოვეს სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ

18/11/2019 11:13:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის სიახლოვეს, უშიშროების ყოფილი სამინისტროს ეზოში სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ. ისინი სპეცაღჭურვილობით იმოსებიან. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტის სამივე შესასვლელი აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ. შსს–მ აქციის მონაწილეები 2–ჯერ გააფრთხილა.

აქართველოს პარლამენტში 12 საათზე და 15: 00 საათზე ჩანიშნული სხდომები ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი და სამივე შესასვლელი ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S