პოლონეთი "გაყინული" რუსული აქტივების კონფისკაციას იწყებს

24-05-2023 21:01:42 ევროპა

პოლონეთის სეიმი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას "გაყინული" რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობას მისცემს, - იუწყება რუსული მედია.

სხდომა 25 მაისისთვისაა ჩანიშნული.

როგორც ცვლილებათა პროექტშია აღნიშნული, პოლონეთზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც პოლონეთს პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის, რუსული აქტივები კომპენსაციის გარეშე შეიძლება, იქნას კონფისცირებული, თუ იარსებებს ამ ქონების ხსენებული თავდასხის დაფინანსების ან მხარდაჭერისთვის გამოყენების ალბათობა.

პოლონეთს უკვე გაცხადებული აქვს, რომ კონფისცირებულ სახსრებს უკრაინის დასახმარებლად მიმართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები