
აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცეს
18/11/2019 12:19:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტის სამივე შესასვლელი აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ. მანამდე შსს–მ აქციის მონაწილეები 2–ჯერ გააფრთხილა.
საქართველოს პარლამენტში 12 საათზე და 15: 00 საათზე ჩანიშნული სხდომები ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.